ამბროლაური ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ეს რაიონი უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ ნახავთ ქართული კულტურის ისეთ მნიშვნელოვან ნიმუშებს, როგორიცაა: მრავალრიცხოვანი, ნატიფი ჩუქურთმებით მორთული ნიკორწმინდა, ბარაკონი, ლაბეჭინა, ისტორიული ციხე-სიმაგრეები და სხვა.
ამბროლაური ასევე შესანიშნავი ადგილია ბუნებაში დასვენებისა და ლაშქრობის მოყვარულთათვის. აქაურ ყინულოვან მღვიმეებში ზაფხულის ხვატშიც კი იპოვნით სასიამოვნო სიგრილეს.
შაორის წყალსაცავი მშვენიერია როგორც მწვანეში ჩაფლული, ასევე შემოდგომის ცეცხლოვან სიჭრელეში. გულის ფორმის სიყვარულის ჩანჩქერი კი ხელოვნურად შექმნილი შეიძლება გეგონოთ. რაიონში ფუნქციონირებს სახვითი ხელოვნების მუზეუმი და თეატრი. წყარო: georgiantravelguide.com
ამბროლაურს გაუმარჯოს!
ამბროლაურელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий