среда, 10 января 2024 г.

მიწის სტატუსის შეცვლის ბიზნეს-გეგმა მაღალკვალიფიციურად უნდა შესრულდეს

 მიწის სტატუსის შეცვლის საინვესტიციო ბიზნეს- გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხევავში გამოიყენება კანონით დადგენილი ნორმები

✱ მიწის სტატუსის შეცვლის ბიზნეს-გეგმა მაღალკვალიფიციურად უნდა შესრულდეს
✱ რა ხდება მიწის სტატუსის შეცვლის დროს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული საინვესტიციო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში

  1. კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული საინვესტიციო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში სააგენტო შესაბამის ინფორმაციას აწვდის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი ადასტურებს ვალდებულების შეუსრულებლობას. პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან ან პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დადასტურებიდან 1 კვირის ვადაში სააგენტო მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულების თაობაზე ინფორმაციის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შეტანის მიზნით.

  2. საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის ან საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევაში საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას (საპრივატიზებო პირობების დარღვევისას) გამოიყენება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესები.

  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაციის საჯარო რეესტრში ასახვიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გასხვისება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (ასეთი შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში) სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

  4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებული პირი არ ეთანხმება მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ასეთი შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში) სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის პირობებს, ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესაბამისად.

  5. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც მის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას გამორიცხავს, ამ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის საკითხი წყდება აღნიშნული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის გაუქმების შემდეგ, მიწის ნაკვეთის მიმართ დამდგარი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

კანონი იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4596113?publication=0

მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით იხილეთ პოსტები:
1. https://sites.google.com/site/biznesgegma/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
2. https://biznes-gegma.medgeo.net/2023/11/27/მიწის-სტატუსის-შეცვლა/

ჰეშტეგები: #ბიზნესგეგმებიმიწისსტატუსისშესაცვლელად #მიწისსტატუსისშეცვლა #მიწისსტატუსი #სასოფლოსამეურნეოდანიშნულებისმიწა


Комментариев нет:

Отправить комментарий