пятница, 29 декабря 2023 г.

როგორ მოვამზადოთ ტორფის ხავსი დამოუკიდებლად


ტორფის ხავსს – სფაგნუმს აგვისტო-სექტემბერში ამზადებენ. ტყეში მოკრეფილი ხავსი უნდა დაწუროთ, გააცალოთ ჩახლართული ჭუჭყი და მწერები.

შემდეგ, ხავსი დაალაგეთ ლუტრასილის ან სპანბონდის ლანგარზე, მოათავსეთ ნახევარჩრდილში და რეგულარულად გადაატრიალეთ.
გამოშრობილი ხავსი შეინახეთ პოლიეთილენის პარკში, მოათავსეთ მაცივრის ბოსტნეულის განყოფილებაში ან გრილ სარდაფში.

გამოყენებამდე, დაასველეთ და დაწურეთ, რეკომენდებულია დეზინფექციაც: სფაგნუმს ბაქტერიციდული, თუმცა არა ინსექტიციდური მოქმედება აქვს და მასში, შესაძლოა, დარჩეს მწერის კვერცხები ან ჭუპრები.
ტორფის ხავსის დეზინფექციისთვის, ჩაალაგეთ იგი საწრეტში და მოასხით მდუღარე წყალი.

წყარო: https://paparazzi.ge/article/15412

Комментариев нет:

Отправить комментарий